Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იოანის კარასის მოხსენება "აგორაზე"

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აგრძელებს შეხვედრებს "აგორაზე" - სემინარების, მოხსენებების და პრეზენტაციების ციკლს კლასიკური, ბიზანტიური და ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულებით. 

2023 წლის 8 ივნისს, ხუთშაბათს, 17.00 საათზე მაკედონიის უნივერსიტეტის (საბერძნეთი) ბალკანური, სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, იოანის კარასი წაიკითხავს მოხსენებას: "An Orthodox Ottoman mining entrepreneur with skills and connections: bridging the Greek world, Georgia and Eurasia of the late 17th and early 18th centuries" ("ოსმალეთის მართლმადიდედებელი სამთო მეწარმე შესაბამისი უნარებითა და კავშირებით: ბერძნული სამყაროს, საქართველოსა და ევრაზიის დამაკავშირებელი მე-17 საუკუნის ბოლოსა და მე-18 საუკუნის დასაწყისში"). იოანის კარასის შესახებ ინფორმაციისთვის იხ.: https://www.uom.gr/icarras

 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13, მეორე სართული, აუდიტორია N 220.